• Geo
  • Eng
14.06.2025
Vivacom Cup-ზე ბენფიკაც დავამარცხეთ

დინამოს 14 წლამდე შემადგენლობამ დღეს Vivacom თასის გათამაშებაში მეორე მატჩიც მოიგო. თბილისელებმა ლისაბონის ბენფიკა ორი უპასუხო გოლით დაამარცხეს. ზუსტი დარტყმებით პორტუგალიელთა კარში დემეტრე ჯანაშია და მათე მიქავამ გამოიჩინეს თავი. შეგახსენებთ, რომ გუშინ დინამოელებმა იმავე ანგარიშით ბუქარესტის სტიაუას აჯობეს.

ხვალ მიხეილ ზაბახიძის გუნდი ჯგუფის ბოლო მატჩში პაოკს დაუპირისპირდება.

 

ბულგარეთში დინამო 20 ფეხბურთელით გაემგზავრა: გიორგი ღუნაშვილი, ვაკო სადილიანი, მათე ეთერია, ლუკა ვაშაკიძე, დემეტრე ფანცულაია, ნიკოლოზ დაღუნდარიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკოლოზ ხარაიშვილი, დემეტრე ბაკურია, გაბრიელ ქაროსანიძე, გაბრიელ იმესაშვილი, დემეტრე ჯანაშია, ალექსანდრე ჩიქოვანი, ავთანდილ ფირცხალაიშვილი, ნიკოლოზ ჭუმბაძე, მათე მიქავა, ირაკლი დორეული, ნიკოლოზ კაჭახიძე და სერაფიმე კაზაროვი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025