საქართველოს 19 წლამდე ნაკრები, მოლდოვის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ვასილ მაისურაძის გუნდი 6 ივნისს ნისპორენიში მოლდოველ თანატოლებს შეხვდება, 8 ივნისს ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში მასპინძელთა 20 წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 10 ივნისს იმავე მოედანზე სომხეთის 19 წლამდელებს შეხვდება.
19 წლამდე ნაკრებში აღნიშნული ტურნირისთვის დინამოდან 11 ფეხბურთელს უხმეს:
საბა ტარტარაშვილი, მათე შათირიშვილი, ნიკა გვაზავა, გიორგი ლომიძე, გიორგი გვასალია, ლუკა წულაია, ლაშა ხუციშვილი, რეზი დანელია, საბა ნიორაძე, გიორგი ფერაძე და ნიკა ჩიქოვანი.