• Geo
  • Eng
30.05.2025
19 წლამდელების გამარჯვება და დუბლების ფრე

19 წლამდე ოქროს ლიგაში დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა მეტოქე. დუბლი სანდრო მიქაუტაძის ანგარიშზეა, თითო გოლი კი ლუკა ხოხაშვილმა და ლაშა ხუციშვილმა გაიტანეს. დინამოელებმა ამ მოგებით 32 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს დავით გელაშვილის გუნდი 19 ივნისს ქუთაისში, ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.

 

U19 დინამო თბილისი 4-0 დინამო ბათუმი

U19 დინამო თბილისი: ღაღვაშვილი, პატარკაციშვილი, შაშიაშვილი, გვაზავა, ხოროიშვილი, საჯაია, ნათენაძე, ძნელაძე, დანელია, ხუციშვილი, მიქაუტაძე

სათადარიგო სკამი: გოგებაშვილი, ლომიძე, რეხვიაშვილი, ლელაშვილი, ხოხაშვილი, ბიგვავა, ტოგონიძე, სადაღაშვილი

ფოტოამბავი

 

დინამოს მეორე შემადგენლობამ ეროვნულ ლიგა 2-ში სამტრედიას უმასპინძლა და 2-2 დაცილდა მეტოქეს. ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე რაულ ბარათელიას ზუსტი დარტყმით გახსნეს. 23-ე წუთზე ბექა ბურდიაშვილმა ორამდე დააწინაურა დედაქალაქელები, თუმცა ოთხიოდე წუთში ერიკ ბარიოსმა ერთი გოლი გაქვითა. ალესანდრო ფაისკამ 74-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საფინალო ანგარიში 2-2 დააფიქსირა. ვასილ გეგუჩაძის გუნდი მომდევნო მატჩს 1 ივნისს რუსთავში, ადგილობრივ გუნდთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025