ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობასა და 19 წლამდე შემადგენლობში სამწვრთნელო გადაადგილებები მოხდა.
დინამო 2-ის მთავარ მწვრთნელად ვასილ გეგუჩაძე დაინიშნა, რომელსაც ასისტენტობას ვლადიმერ გოჩაშვილი გაუწევს. გუნდი ამ სეზონში ეროვნული ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებას ეცდება.
19 წლამდე დინამოს მთავარი მწვრთნელის პოზიცია დავით გელაშვილმა დაიკავა, რომელსაც ასისტენტობას ზურა ელიავა გაუწევს. შეგახსენებთ, რომ 19 წლამდე დინამოელები გათამაშების მოქმედი ჩემპიონები არიან და წელს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე მოუწევთ ასპარეზობა.
