• Geo
  • Eng
21.05.2025
19 წლამდელების მორიგი გამარჯვება და დუბლების საშინაო მარცხი

19 წლამდე დინამოელებმა ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით მე-12 ტურის მატჩი საგურამოს ბაზაზე ლოკომოტივთან გამართეს და დაძაბულ შეხვედრაში 2-3 იმარჯვეს. გოლები მასპინძელთა კარში ლუკა ხოხაშვილმა, გიორგი ფერაძემ და ანდრია ვიბლიანმა გაიტანეს. დინამოელებმა ამ მოგებით 29 ქულა დააგროვეს და ოქროს ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ, ქულებს კი მეორეადგილოსან იბერიასთან იყოფენ. დავით გელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 30 მაისს, აკადემიის მოედანზე ბათუმის დინამოსთან გამართავს.

 

U19 ლოკომოტივი 2-3 დინამო

U19 დინამო: ღაღვიშვილი, ჭოლოკავა, გვაზავა, ნიკოლაიშვილი, ხუციშვილი, საჯაია, ნათენაძე, ძნელაძე, დანელია, ვიბლიანი, ფერაძე

სათადარიგო სკამი: გოგებაშვილი, შაშიაშვილი, ლელაშვილი, ხოროიშვილი, რეხვიაშვილი, ტოგონიძე, ხოხაშვილი, კვირიკაძე, გოლავა

 

 

დინამოს მეორე შემადგენლობამ სახლში ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლა. მატჩი სტუმრებმა დებიუტშივე თავის სასარგებლოდ წაიყვანეს და საბოლოოდ მასპინძლებს 4 გოლი გაუტანეს. ანგარიში მირიან ჯიქიამ გახსნა. პირველ ტაიმში ასევე კლეოპას ტიმიმ და ემანუელ ფობიმ გაიტანეს გოლები. თეიმურაზ შონიამ კი პენალტით საფინალო ანგარიში 0-4 დააფიქსირა. დინამოელები მომდევნო შეხვედრას 24 მაისს მარტვილში, ადგილობრივ მერანთან ჩაატარებს.

მატჩის ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025