საქართველოს 15 წლამდე ნაკრებმა, ერევანში ჩატარებული განვითარების თასი პირველ ადგილზე დაასრულა.
პირველ ტურში ლატვიასთან 1-1 ძირითადი დროის შემდეგ საქართველომ პენალტებში აჯობა 4-2. მეორე მატჩი იმავე სცენარით (2-2) პენალტების სერიაში სომხეთთან დავთმეთ 3-5. ბოლო ტურში კი 3-0 ვაჯობეთ უზბეკეთს.
შეგახსენებთ, რომ ნაკრებში დინამოს აკადემიიდან 15 ფეხბურთელი გახლდათ მიწვეული, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთ დინამოელი - თორნიკე კვარაცხელია აღიარეს.

