დინამოს აკადემიაში ეროვნული ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის მატჩი შედგა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ რუსთავს უმასპინძლა.
მატჩი საინტერესოდ, დაძაბულად და ურთიერთშეტევებით წარიმართა. ანგარიში სტუმრებმა პირველი ტაიმის ბოლოს იუტა ნაკანოს ზუსტი დარტყმით გახსნეს. მასპინძლებმა კი სხვაობა 79-ე წუთზე აღადგინეს - ავტო გოლი კახაბერ კაკაშვილის ანგარიშზე ჩაიწერა.
მომდევნო მატჩს დედაქალაქელები 24 აპრილს ბოლნისის სიონთან, გასვლით ტურში ჩაატარებენ.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი