• Geo
  • Eng
13.04.2025
გამარჯვება სამტრედიაში და ფრე თელავში

დინამოს მეორე შემადგენლობამ მე-6 ტურის მატჩი სამტრედიაში ჩაატარა და გიორგი ჩხეტიანის მიერ შეხვედრის 56-ე წუთზე გატანილი გოლით იმარჯვა.

ეს მიმდინარე სეზონში გიორგი ხიდეშელისა და ვახტანგ იაგორაშვილის გუნდის პირველი გამარჯვებაა. დინამო 6 ქულით მე-8 ადგილზეა, თუმცა სათქმელია რომ მესამე ადგილისგან დედაქალაქურ გუნდს ორი ქულა აშორებს. მომდევნო მატჩს დინამო 16 აპრილს რუსთავთან აკადემიის მოედანზე გამართავს.

მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

19 წლამდე დინამო მე-7 ტურის შეხვედრაში თელავს ესტუმრა და ადგილობრივ გუნდს 1-1 დაუზავდა. გოლი ლაშა პატარკაციშვილმა გაიტანა. ვასილ გეგუჩაძის გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა იბერიას და ლოკომოტივს ერთით ნაკლები მატჩი და ერთით ნაკლები ქულა აქვთ. მომდევნო შეხვედრაში დინამო 27 აპრილს სპაერს უმასპინძლებს.

შემადგენლობა: ღაღვაშვილი, პატარკაციშვილი, ჭოლოკავა, გვაზავა, ხუციშვილი, ძნელაძე, საჯაია, ნათენაძე, ალექსიძე, დანელია, ვიბლიანი,

სკამი: კალანდაძე, ლელაშვილი, ხოხაშვილი, რეზვიაშვილი, ბიგვავა, სადაღაშვილი, მეხტიევი, ხოროიშვილი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025