საქართველოს 16 წლამდე ნაკრები 12 აპრილის ჩათვლით რუსთავში შეკრებას გამართავს. 13 აპრილიდან კი მოლდოვაში გასამართ უეფას განვითარების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. დინამოდან 16 წლამდე ნაკრებში 12 ფეხბურთელია გამოძახებული:
მათე ჭელიძე, დავით ცქვიტაია, ალიკა გეთიაშვილი, იოანე გოგიჩაიშვილი, ანდრია ფოცხვერია, ლუკა შარიქაძე, საბა შარვაშიძე, გიორგი რაზმაძე, გიორგი გორგაძე, სანდრო მიქაუტაძე, თორნიკე კვარაცხელია და დავით მაჭარაშვილი.