დინამო თბილისის რეგიონალური ნაკრები (2012-2013 წელს დაბადებულები), ლიეტუვაში გაემგზავრება და 14-16 მარტს ვილნიუსში, ატეიტის თასზე იასპარეზებს. ჯგუფში დინამოელებს მეტოქეობას ლატვიური მარუპესი, ესტონური მაარდუ, უკრაინული ნივა და ლატვიური ლიეპაია გაუწევენ.
მოგეხსენებათ დინამო თბილისის რეგიონალური სკოლების პროექტი 2022 წლიდან იღებს სტარტს და დღეისათვის 28 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. პროექტში ჩართულია 1700-მდე ფეხბურთელი და 70 მწვრთნელი. ყოველწლიურად 10 რეგიონალური ფესტივალი ტარდება, ხოლო რაც შეეხება ტალანტებს - სანდრო გულუამ უკვე მოახერხა აკადემიის გუნდში მოხვედრა.
დინამო თავის მხრივ მწვრთნელებისთვის წელიწადში ორჯერ, აკადემიაში ტრეინინგებს და მეთოდოლოგიის გაცნობით სემინარებს უზრუნველჰყოფს. აწარმოებს საწვრთნელი პროცესის ყოველთვიურ მონიტორინგს. ხდება რეგიონალური ფესტივალების ორგანიზება და რეგიონალური ნაკრების დაკომპლექტება. მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დინამოს ეკიპირებით შემოსვა.
დინამოს რეგიონალური ნაკრები: სანდრო გულია, ალი რუსტამოვი, დიმიტრი ვეკუა, ლაზარე რატიანი, ანდრია კვინიკაძე, ვასილ ბეჟიტაშვილი, ლაზარე ბრაჭული, გიორგი კაპანაძე, ერეკლე ქარსელაძე, ანდრია კაპანაძე, ლუკა ბეგოიძე, სამველ ბაღდასარიანი, გიორგი არჩემაშვილი, დანიელ ბოლქვაძე, დავით ფიცხელაური, გურამ დიასამიძე, საბა ლომინეიშვილი, ანდრია ბერბერაშვილი და ანდრია ადამიანი.
მწვრთნელები: ვლადიმერ მუსერიძე და პაატა მეტრეველი