• Geo
  • Eng
06.02.2025
სემინარი დინამოს აკადემიაში

დინამოს აკადემია აქტიურად განაგრძობს რეგიონალურ სკოლებთან მუშაობას და პერიოდულად სავარჯიშო მეთოდოლოგიის გაზიარებას. აღსანიშნავია, რომ კიდევ ოთხი სკოლა შეგვემატა, რომელებიც - დედოფლისწყაროში, ახმეტაში, ყვარელსა და სიღნაღში მდებარეობს.

 

დინამოს რეგიონალური სკოლების მწვრთნელები, აკადემიის სამწვრთნელო მეთოდოლოგიისა და გამოცდილების მიღებას მორიგ სემინარებსა და დინამოს აკადემია/სკოლის გუნდების ვარჯიშებზე ამ 3 დღის განმავლობაში შეძლებენ.

 

პირველ დღეს ჩატარებულ სემინარს კი აკადემიის ხელმძღვანელობისა და მწვრთნელების გარდა, სპორტის მინისტრის მოადგილე - ირაკლი მეძმარიაშვილი დაესწრო და რეგიონალური სკოლების პროექტის მნიშვნელობაზე იმსჯელა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025