12-15 დეკემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა, რომელშიც 12 წლამდე ასაკობრივი გუნდები მონაწილეობდნენ.
დინამოელებმა გიორგი მამუჩიშვილის ხელმძღვანელობით ტურნირზე პირველი შეხვედრა ფოთის კოლხეთთან გამართეს და 2-1 აჯობეს მეტოქეს. გოლები ხარაიშვილის და ბაღდასარიანის ანგარიშზეა. შემდეგ იბერია 2-ს სურმანიძისა და ხარაიშვილის გოლებით 2-0 მოუგეს. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში დინამომ ინტერს 5-1 აჯობა. გოლები მიქაბერიძის, ქანთარიას და ტომარაძის (2) ანგარიშზეა, ხოლო ერთიც ავტოგოლი გახლდათ.
მეოთხედფინალში თბილისელებმა გორის დილას 9-0 აჯობეს (ხარაიშვილი 4, დრიაევი 2, ლომია, ბლიაძე, ლოლუა). ნახევარფინალში ქუთაისის სერვალთან ლოლუას, ქანთარიას, ლომიას და გორგოძის გოლებით გამარჯვება 4-0 და ფინალში ქართული დერბი შედგა. მიქაბერიძისა და ქანთარიას შედეგიანი თამაშით დინამომ ტორპედოს 2-1 მოუგო და ბურჯანაძის თასიც ჩაიბარა.
U12 დინამო: ანზორ მანიჟაშვილი, მერაბ კანდელაკი, იოსებ გოგიჩაიშვილი, რეზი სურმანიძე, ანდრია ჩომახიძე, ანდრია ბაკურია, მათე გორგოძე, ნიკოლოზ ტუხაშვილი, ცოტნე მიქაბერიძე, ტატო ლოლუა, ნიკა ლომია, გაბრიელ გადრანი, გაბრიელ შარია, ნიკოლოზ ბაღდასარიანი, თომა ტომარაძე, ნოე დრიაევი, დავით დავლიანიძე, ნიკოლოზ ხარაიშვილი, ნიკოლოზ ქანთარია, ნიკოლოზ კვესელავა, სანდრო ბლიაძე
მწვრთნელი: გიორგი მამუჩიშვილი
დინამოს 11 წლამდე შემადგენლობამ კი 9-15 დეკემბერს ბენდელას თასზე ითამაშა. ჯაბა გოგოლაძის გუნდი ჯგუფში სამტრედიასთან 0-1 დამარცხდა, დინამომ კოლხეთს 4-1 მოუგო და სელეროსთან 3-2 იმარჯვა. ჩვენმა გუნდმა მეოთხედფინალში ინტერთან 0-1 მარცხის შემდეგ დაასრულა ტურნირზე ასპარეზობა.
U11 დინამო: დავით ჭანტურია, ვანო ჯინიყაშვილი, გიორგი კუპრაძე, ბესო გვიშიანი, ერეკლე რუაძე, ირაკლი წულაია, დანიელ ბერიძე, საბა ლეონიძე, ანდრია ფირანიშვილი, კონსტანტინე ალექსიძე, დაჩი დობორჯგინიძე, ჯაბა კანკავა, ტიმოთე გოგიჩაიშვილი, ნიკოლოზ ძირკვაძე, ნიკოლოზ მაისაშვილი, ლაშა ქირია და გიორგი გამხუაშვილი.
მწვრთნელი ჯაბა გოგოლაძე