საქართველოს 19 წლამდე ჩემპიონატის ოქროს ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე დინამოელებმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს.
ბათუმის დინამოსთან გამართული მატჩი თბილისელებმა 3-2 მოიგეს. გოლები ხოროიშვილმა, სანაიამ და ამინიმ გაიტანეს. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა 24 ტურის შემდეგ 56 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. 8 დეკემბერს დინამოელები საგურამოში ლოკომოტივს შეხვდებიან, ხოლო ბოლო ტურში 15 დეკემბერს, აკადემიის მოედანზე ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებენ და ჩემპიონოს ოქროს მედლებსაც ჩაიბარებენ. ჩემპიონის ტიტულთან ერთად დინამოელებმა მომავალ წელს გასამართი უეფას ახალგაზრდული ლიგის საგზურიც მოიპოვეს.
ფოტოამბავი
U19 დინამო თბილისი 3-2 დინამო ბათუმი
დინამო თბილისი: ბაშარული, საჯაია, ლომიძე, ბურდიაშვილი, ხოროიშვილი, ქართველიშვილი, არმინი, სანაია, მეხტიევი, კაპანაძე, ხუციშვილი
სათადარიგო სკამი: გურიელი, პატარკაციშვილი, ცქვიტაია, ნაჭყებია, შარვაშიძე
სართიჭალაში გამართული ლიგა 2-ის 35-ე ტურში შტურმმა დინამო 2-ს უმასპინძლა და 4-2 იმარჯვა. თბილისელტა მხრიდან გოლები გორდეზიანმა და ნაჭყებიამ გაიტანეს. ბოლო ტურის წინ ვალერი გაგუას გუნდი 48 ქულით მე-7 ადგილზეა, 8 დეკემბერს კი ჩვენი დუბლები ბოლნისის სიონს უმასპინძლებენ და გადაწყდება გუნდი პირდაპირ შეინარჩუნებს ადგილს ლიგა 2-ში თუ პლეი აუტის თამაში მოუწევს.