• Geo
  • Eng
29.04.2024
19 წლამდელების გამარჯვება და დუბლების მარცხი

დინამოს მეორე შემადგენლობამ პირველი წრის ბოლო, მე-9 ტურის მატჩი ბოლნისში, ადგილობრივ სიონთან გამართა და 1-2 დამარცხდა. მაიტჩი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.  ანგარიში მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე ლუკა ჩაგანავამ გახსნა, დათა სიჭინავამ კი 72-ე წუთზე ორი ბურთით დააწინაურა მასპინძლები. დინამოელებმა ერთის ბურთის გაქვითვა ხუთიოდე წუთში თემურ ოდიკაძის გოლით შეძლეს, თუმცა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.  მარცხის მიუხედავად ვალერი გაგუას გუნდმა სატურნირო ცხრილში 17 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა. 16 ქულით კი მეორე-მესამე პოზიციებს სიონი და რუსთავი ინაწილებენ. 1 მაისს სწორედ რუსთავს ესტუმრება დინამო-2 და ტურის ცენტრალურ შეხვედრას გამართავს.

მატჩის ოქმი

 

19 წლამდე შემადგენლობამ ასევე პირველი წრის ბოლო, მე-9 ტურის მატჩი ჩაატარა, რომელშიც გაგრას დაუპირისპირდა. დედაქალაქელებმა მატჩი 2-1 მოიგეს, გოლები კი იუსიბ მეხტიევმა და ლევან ნაჭყებიამ გაიტანეს. დინამომ 9 ტურის შემდეგ 19 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. ვასილ გეგუჩაძის გუნდი ლიდერ იბერიას სამი ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურის მატჩს თბილისელები 12 მაისს თელავში, ადგილობრივ გუნდთან ჩაატარებენ.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024