• Geo
  • Eng
17.04.2024
დინამო-2 გალიდერდა, ლიდერებშია 19 წლამდე გუნდიც

დინამო 2-მა მეშვიდე ტურის შეხვედრა აკადემიის მოედანზე გამართა და ბურთების უკეთესი მაჩვენებლით პირველზე მყოფ არაგვს უმასპინძლა.

ლიდერების დაპირისპირება თავიდანვე დაძაბულად წარიმართა. ანგარიში სტუმრებმა დებიუტშივე გახსნეს, კობა ქებურია საჯარიმოში შეიჭრა და ზუსტად დაარტყა. მასპინძელტა პასუხმა არ დაახანა და მე-7 წუთზე სხვაობაც გათანაბრდა. საბა ხარებაშვილის ჩაწოდებული ბურთი ლუკა სალუქვაძემ გაიტანა მეტოქის კარში. მე-19 წუთზე დინამო დაწინაურდა - სანდეი ჰარუნამ ბურთი საბა ხარებაშვილს გააყოლა, მან შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც შედეგიანად ნიკა ცეცხლაძე გაისარჯა 2-1. ტაიმის ბოლოსკენ გუნდები 10-10 კაცით დარჩნენ. ჯერ გიორგი ქუთათელაძე გააძევა მსაჯმა, ცოტახანში კი სანდეი ჰარუნასაც წითელი ბარათი უჩვენა არბიტრმა. ნიკა ცეცხლაძემ მეორე ტაიმში პენალტით დუბლიც გაიფორმა და საფინალო ანგარიში 3-1 დააფიქსირა. ამ მოგებით ვალერი გაგუას გუნდი ლიგა 2-ის გათამაშების ცხრილში 14 ქულით დაწინაურდა, მომდევნო შეხვედრას კი დინამო-2 22 აპრილს, აკადემიის მოედანზე, მესამეადგილოსან სართიჭალის შტურმთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

19 წლამდე დინამომ ასევე მეშვიდე ტურში სპაერს უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში 3-2 აჯობა მეტოქეს. სტუმრებს გოლები ბურდიაშვილმა, ნაჭყებიამ და საჯაიამ გაუტანეს. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა 6 ჩატარებული მატჩიდან 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. დინამოელთა ერთი გამოტოვებული მატჩი 23 აპრილს, ბენდელაზე, იბერიასთანაა ჩანიშნული. მომდევნო შეხვედრას 19 წლამდე დედაქალაქელები 19 აპრილს აკადემიის მოედანზე, ლიდერ ვიტ ჯორჯიასთან ჩაატარებენ.

 

U19 დინამო 3-2 სპაერი

 

დინამო: გოგებაშვილი, პატარკაციშვილი, გლუნჩაძე, შაშიაშვილი, ხუციშვილი, ბურდიაშვილი, ჩხარტიშვილი, კაპანაძე, ჩიქოვანი, დანელია, ბიგვავა

სკამი: ტკალია, ელისაშვილი, საჯაია, ავდალოვი, ნაჭყებია, შათირიშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024