• Geo
  • Eng
26.11.2023
19 წლამდე დინამო საქართველოს ჩემპიონია

დღეს ქუთაისში 19 წლამდე ოქროს ლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა ტორპედომ დინამოს უმასპინძლა. წინა ტურში საბურთალოსთან გამარჯვების შემდეგ დინამოელები ოქროს მედლებთან ერთი ხელის გაწვდენაზე აღმოჩნდნენ, დარჩენილ ორ ტურში დედაქალაქელებს ტიტულის დასაბრუნებლად ერთი ქულაც ხელს აძლევდა (ეს იმ შემთხვევაში, თუ საბურთალო ორივე მატჩს მოიგებდა).

 

თავად მატჩი ქუთაისში თბილისელებმა მოტივირებულად წარმართეს, პროგრამა მინიმუმი შეასრულეს, მეტოქეს 2-2 დაცილდნენ (გოლები ფრიდონიშვილმა და მეხტიევმა გაიტანეს) და საბურთალოს ბათუმური მარცხის ფონზე ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე - ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

 

ბოლო ტურის შეხვედრას დინამო თბილისი აკადემიის მოედანზე ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 3 დეკემბერს 16.00 საათზე დაიწყება, ხოლო საჩემპიონო ფარს და ოქროს მედლებს ვალერი გაგუას გუნდი თამაშის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. დინამოელებმა ჩემპიონატში გამარჯვების გარდა, მომავალ წელს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ასპარეზობის საგზურიც მიიღეს.

 

U19 ტორპედო 2-2 დინამო

 

დინამო: საური, გვასალია, გობეშია, დათუაშვილი, ახალკაცი, ცეცხლაძე გ, ცეცხლაძე ნ, ბერელიძე, სალია, ბუბუტეიშვილი, ფრიდონიშვილი

სათადრიგო სკამი: ღაღვაშვილი, დიაკონიძე, წულაია, ჯიქია, მაშავა, ოდიკაძე, მეხტიევი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024