• Geo
  • Eng
09.11.2023
ფესტივალი დინამოს აკადემიაში

დინამო თბილისის აკადემიის რეგიონალური პროექტების ეგიდით აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებს შორის ფესტივალი ჩატარდა, რაც მიზნად რეგიონებში მეტი გამოცდილების მისაღებად დინამო თბილისის მეთოდოლოგიის დანერგავს ისახავს. პროექტის ეგიდით მოხდა რეგიონალური გუნდების მწვრთნელების გადამზადება და მათი მონიტორინგი.

ასევე ეს პროექტი მიზნად ისახავს რეგიონებში ფესტივალების ორგანიზებას მეტი გამოცდილებისა და პრაქტიკის მისაღებად. აღმოსავლეთ საქართველოს კოორდინატორი მწვრთნელი - პაატა მეტრეველი გახლავთ.

ფესტივალში მონაწილეიბას იღებდნენ კასპის, ახალგორის, დმანისის, ერედვის, თიანეთის, რუსთავის, ყაზბეგის, ხარაგაულის და სხვა ფილიალის გუნდები.

ფესტივალის სპონსორები არიან ონლაინ მაღაზია isurve.ge რომელმაც მონაწილე გუნდებს სპორტული ინვენტარი გადასცა და ასევე წიგნების მაღაზიათა ქსელი ლიბრა, რომელმაც გუნდები წიგნებით დაჯილდოვა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024