• Geo
  • Eng
26.10.2023
U15 დინამო ბათუმის თასზე

28 ოქტომბრიდან ბათუმში სტარტს აიღებს საერთაშორისო ტურნირი 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის.

 

ბათუმის თასის გათამაშებაში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. A ჯგუფში ვალენსია (ესპანეთი), დინამო ბათუმი, რიზესფორი (თურქეთი) და ტორპედო ქუთაისი იასპარეზებენ. B ჯგუფში აზ ალკმაარი (ნიდერლანდები), დინამო თბილისი, ოლიმპიკი მარსელი (საფრანგეთი) და სფფ-ს აკადემია შეხვდებიან ერთმანეთს.

 

დინამო თბილისი 28 ოქტომბერს აზ ალკმაარს შეხვდება, 29-ში სფფ-ს აკადემიას გაეჯიბრება, ხოლო 30 ოქტომბერს თბილისელები მარსელის ოლიმპიკს დაუპირისპირდებიან. 31-ში პლეიოფები დაიწყება, 1 ნოემბერს კი დასკვნითი დღეა. მატჩები ორი 35 წუთიანი ტაიმებით ჩატარდება.

 

U15 დინამო: დაჩი ჩოჩოშვილი, გიორგი გონგაძე, მათე შათირიშვილი, გიორგი ლომიძე, საბა ხარებაშვილი, შოთა დიაკონიძე, გიორგი კვიჟინაძე, ნიკა ბაქრაძე, ლუკა ციკოლია, საბა ხოფერია, კობა კაკაშვილი, ანდრია ეკუტიძე, ალბერტ მადოიანი, ნიკა სილაკაძე, ნიკა გოლავა, ავთო გიორგაძე, ლუკა ჯაბუა, ნიკა ადუაშვილი, საბა კვირკველია და გიორგი სამხარაძე.

მწვრთნელი - ზურაბ ელიავა

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024