• Geo
  • Eng
24.10.2023
19 წლამდე დინამო გალიდერდა

19 წლამდე ოქროს ლიგის ზედა ჯგუფში გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო ბათუმმა დინამო თბილისს უმასპინძლა. დედაქალაქელები საჩემპიონო მარათონში არიან ჩაბმულები, შესაბამისად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადასასვლელად მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს.

ვალერი გაგუას გუნდი პირველივე წუთებიდან სრული მობილიზებით შეუდგა საქმეს და საბოლოოდ თბილისელებმა 8-2 იმარჯვეს. ლუკა შეროზიამ ჰეთ თრიქი გაიფორმა, დუბლი თავის ანგარიშზე ვახო სალიამ ჩაიწერა, თითო გოლი ნიკა ცეცხლაძის და ალექსანდრე ფეიქრიშვილის ანგარიშზეა, ერთი გოლიც მასპინძლებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს. ამ მოგებით დინამოელებმა 52 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლეს.

მომდევო შეხვედრას დინამო 28 ოქტომბერს, ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს.

 

U19 დინამო ბათუმი 2-8 დინამო თბილისი

 

დინამო თბილისი: მაქაცარია, სადღობელაშვილი, გობეშია, ახალკაცი, კვერენჩხილაძე, წულაია, ცეცხლაძე ნ, ბერელიძე, სალია, ფეიქრიშვილი, შეროზია

სათადარიგო სკამი: ღაღვაშვილი, გრიგალავა, ცეცხლაძე გ, ფრიდონიშვილი, ჯიქია, მაშავა, ნაჭყებია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024