• Geo
  • Eng
19.10.2023
19 წლამდელებმა ტორპედოსთან იმარჯვეს

დღეს დინამოს აკადემიაში 19 წლამდელთა ოქროს ლიგის, ზედა ჯგუფის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ ტორპედოს უმასპინძლა.

 

მატჩი მაღალ ტემპში წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა. გოლები ტორპედოელთა კარში ალექსანდრე ფეიქრიშვილმა, ლუკა შეროზიამ და ლუკა ფრიდონიშვლმა გაიტანეს. დინამომ ამ გამარჯვებით 49 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. გათამაშების ლიდერი საბურთალო 2 ქულით უსწრებს ლურჯ-თეთრებს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ დინამოს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. სწორედ გამოტოვებულ შეხვედრას - 24 ოქტომბერს ჩაატარებს ვალერი გაგუას გუნდი. დედაქალაქელები ბათუმში, ადგილობრივ დინამოს დაუპირისპირდებიან.

 

დინამო 3-0 ტორპედო

 

დინამო: საური, გრიგალავა, მეფარიშვილი, დათუაშვილი, ახალკაცი, ცეცხლაძე ნ, ფეიქრიშვილი, ცეცხლაძე გ, ბუბტეიშვილი, შეროზია, ნაჭყებია

სათადარიგო სკამი: ღლიღვაშვილი, სადღობელაშვილი, შაშიაშვილი, ქელდიშვილი, ბერელიძე, მაშავა, ოდიკაძე, მეხტიევი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024