• Geo
  • Eng
30.09.2023
დინამო-2 სპაერთან დამარცხდა

ეროვნული ლიგა 2-ში 28-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ სპაერს უმასპინძლა. საინტერესო შეხვედრა საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

სპაერმა პირველი ტაიმის ბოლოს ერთწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანა და მასპინძლებს ორმაგად გაურთულა დასახული გეგმის შესრულება. თამაზ ცეცხლაძის დუბლს მეორე ტაიმის შუაში კობა ქებურიამ კიდევ ერთი გოლი მიამატა და სტუმრები სამი ბურთით დაწინაურდნენ. დინამოელებმა მაინც გაიბრძოლეს - ჯერ დიმიტრი ღურწკაიამ ერთი გოლი გაქვითა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს კი სხვაობა მინიმუმამდე რაულ ბარათელიამ დაიყვანა, თუმცა მეტი გოლის გატანა დინამოელებმა ვეღარ მოახერხეს და მატჩიც 2-3 მორჩა.

მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 6 ოქტომბერს მიხეილ მესხი 2-ზე, ლოკომოტივთან გამართავს. მიმდინარე ცხრილში კი გუნდი 44 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024