• Geo
  • Eng
24.09.2023
19 წლამდელების გამარჯვება სამგურალთან

19 წლამდე ოქროს ლიგაში მე-18 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დედაქალაქურმა დინამომ წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა მეტოქე. გოლები იმერლებს ავთო მაშავამ, ვახო სალიამ და ლუკა ფრიდონიშვილმა გაუტანეს. დინამოელები 18 ტურის შემდეგ დაგროვილი 45 ქულით გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე გავიდნენ. ამით რეგულარული სეზონი დასრულებულია და გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან.

ზედა ხუთელი (დინამო თბილისი 42ქ., საბურთალო 41, დინამო ბათუმი 33, ტორპედო 32, ლოკომოტივი 27) ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. ვალერი გაგუას გუნდი უახლოეს შეხვედრას 4 ოქტომბერს ბათუმში, ადგილობრივ დინამოსთან გამართავს.

 

დინამო: ღაღვაშვილი, სადღობელაშვილი, მეფარიშვილი, გობეშია, ახალკაცი, მაშავა, ბუბუტეიშვილი, ცეცხლაძე გიორგი, თოდუა, ჯიქია, სალია.

სათადარიგო სკამი: თათარაშვილი, გრიგალავა, წულაია, ბერელიძე, ფრიდონიშვილი, ადალოვი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2023