• Geo
  • Eng
09.09.2023
ატეიტის თასის ნახევარფინალში

ბათუმში გრძელდება ატეიტის თასის გათამაშება 12 წლამდე გუნდებს შორის. საერთაშორისო ტურნირში დინამოელები ორი გუნდით არიან წარმოდგენილნი.

 

მეორე სათამაშო დღეს დინამომ ტორპედო 2-ს დიდი ანგარიშით 7-1 მოუგო (გოლები: აბრამიშვილი, მიქაბერიძე, იმესაშვილი, ჯანაშია, ჭუმბაძე, ბერიანიძე და ბაკურია), ხოლო უზბეკურ ოდილთან ჩვენმა გუნდმა ჩომახიძის გოლით 1-0 იმარჯვა და ტურნირის ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა, რომელშც ხვალ რუსთავს დაუპირისპირდება.

დინამო 2-მა გლდანი 2-ს ღვალაძის და მატუას გოლებით 2-0 აჯობა, ასტანას სდუსორს კი დინამოს მეორე გუნდმა ჭიჭიაშვილის გოლით 1-0 მოუგო. დინამო-2 ხვალ ტურნირის 5-8 ადგილებს გაითამაშებს.

 

გაგაცნობთ დედაქალაქელთა შემადგენლობას:

U12 დინამო: საბა ბასარია, ნიკა კაჭახიძე, დემეტრე ფანცულაია, ნიკა ბობოხიძე, მათე ეთერია, საბა კედელაშვილი, დემეტრე ჯანაშია, გაბრიელ იმესაშვილი, ზურა აბრამიშვილი, ცოტნე მიქაბერიძე, ლუკა რაზმაძე, ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკა თურმანიძე, ნიკა ჩომახიძე, დემეტრე ბაკურია, ნიკოლოზ ჭუმბაძე, ირაკლი ბერიანიძე.

U12 დინამო-2: გეგა კაშიაშვილი, ანდრია კენკაძე, თემო მამნიაშვილი, ალექსანდრე ჩიქოვანი, საბა ხახიაშვილი, გიორგი კოჩივარი, ნიკა მატუა, ნიკა ჩიჩიაშვილი, დაჩი ღლონტი, ანდრია დობორჯგინიძე, საბა ქოიავა, ბესო ჯღარკავა, ლუკა ღვალაძე, როლანდ ლომიძე, იუსუფ ტარვიერდიევი, ირაკლი პაპუნაშვილი, ნიკა ასლანიკაშვილი.

მწვრთნელი - მიხეილ ზაბახიძე, ასისტენტები ლევან ბოჯგუა და გიორგი ჯაჯანიძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024