• Geo
  • Eng
27.08.2023
15 წლამდე დინამომ შესარჩევი მოიგო და იტალიაში მიემგზავრება

დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობა რამდენიმე დღეში იტალიისკენ აიღებს გეზს, სადაც Youth Cup 2023-ის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

 

მანამდე კი ზურა ელიავას შეგირდებმა ოქტომბერში, ბათუმში გასამართი საერთაშორისო ტურნირის შესარჩევი გათამაშება პირველი ადგილით და გოლგაუშვებლად დაასრულეს. ფოთში ჩატარებული ტურნირში დინამოელებმა მარტვილის მერანს 6-0 მოუგეს და იმავე ანგარიშით აჯობეს წყალტუბოს სამგურალს. ნახევარფინალში ფოთის კოლხეთთან დედაქალაქელებმა 7 უპასუხო გოლი გაიტანეს, ხოლო გადამწყვეტი მატჩი ქუთაისის ტორპედოს 5-0 მოუგეს.

ტურნირის ბომბარდირი ნიკა სილაკაძე გახდა, გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად შოთა დიაკონიძე დასახელდა, ხოლო გულშემატკივრის რჩეული ანდრია ეკუტიძე-ბართიშვილი გახდა.

 

დინამოელები ოქროს ლიგის განახლებამდე იტალიისკენ გაემგზავრებიან. ჩვენი გუნდი 31 აგვისტოსს გეზს ნავრასკენ აიღებს. ახალგაზრდული თასი 2023-ის გათამაშებაში დინამოელები D ჯგუფში ტორინოსთან, მონცასთან და დერტონასთან ერთად იასპარეზებენ. ტურნირში ასევე მონაწილეობას მიიღებენ - ინტერი, ეინდჰოვენი, ლიონი, იუვენტუსი, მილანი, ჯენოა, ატალანტა, კომო და ლეჩე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024