• Geo
  • Eng
02.06.2023
19 წლამდელთა პირველი მარცხი

19 წლამდე ოქროს ლიგაში დინამოელებმა მე-12 ტურის მატჩი საბურთალოსთან, ბენდელას სტადიონზე ჩაატარეს.

 

შეხვედრა დინამოელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა მომენტების რეალიზაცია სტუმრებმა მინიმალურად მოახერხეს და მატჩი 3-1 დათმეს. გოლი ლუკა ბუბუტეიშვილის ანგარიშზეა. მიმდინარე სეზონში დინამოელთათვის ეს გახლდათ პირველი წაგება.

 

მომდევნო მატჩს ვალერი გაგუას გუნდი 7 ივნისს აკადემიის მოედანზე ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს.

 

U19 საბურთალო 3-1 დინამო

 

დინამო: საური, სადღობელაშვილი, გობეშია, დათუაშვილო, კვერენჩხილაძე, ცეცხლაძე გ, ცეცხლაძე ნ, ბერელიძე, ნაჭყეპია, ბუბუტეიშვილი, ღურწკაია

 

სათადარიგო სკამი: იობაშვილი, გრიგალავა, ხარჩილავა, ჩიქოვანი, მაშავა, შეროზია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024