• Geo
  • Eng
27.05.2023
12 წლამდე დინამო მომავლის თასის ფინალშია

ნიუ ვიჟენის საფეხბურთო მოედანზე გრძელდება 12 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი მომავლის თასი 2023.

 

დღეს დინამოელებმა მეოთხედფინალური შეხვედრა სამტრედიასთან გამართეს და 3-0 დაამარცხეს მეტოქე. დუბლი ნიკა ჭუმბაძემ შეასრულა, ერთი გოლიც ზუკა აბრამიშვილის ანგარიშზეა. ნახევარფინალში დინამოელები საბურთალოს შეხვდნენ და მეოთხედფინალის დარად 3-0 დაამარცხეს მეტოქე. გოლები საბურთალოს კარში მათე ეთერიამ, დემეტრე ბაკურიამ და ლუკა რაზმაძემ გაიტანეს.

 

ამრიგად მიხეილ ზაბახიძის გუნდი ტურნირის ფინალშია, სადაც სელეროს დაუპირისპირდება. ფინალი 16.00 საათზე დაიწყება.

 

აქვე გაგაცნობთ დინამოელთა სრულ შემადგენლობას.

 

U12 დინამო: ირაკლი მაღლაფერიძე, ნიკა ცეცხლაძე, დემეტრე ფანცულაია, მათე ეთერია, როლანდ ლომიძე, ნიკა ბობოხიძე, ზუკა აბრამიშვილი, ლუკა ზაალიშვილი, საბა კედელაშვილი, ვაკო სადილიანი, ნიკა თურმანიძე, დემეტრე ბაკურია, ნიკა ყულიაშვილი, გიორგი ჩიქობავა, ლუკა რაზმაძე, გაბრიელ იმესაშვილი, დემეტრე ჯანაშია, ნიკა ჭუმბაძე და ირაკლი ბერიანიძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024