• Geo
  • Eng
26.05.2023
19 წლამდელთა მორიგი გამარჯვება

19 წლამდე ოქროს ლიგაში მე-11 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. შეხვედრა დიინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა და მასპინძლეთა გამარჯვებით ანგარიშით 2-0 დასრულდა.

 

მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ტაიმში კი დედაქალაქელებმა სათამაშო უპირატესობა ორ გატანილ გოლში ასახეს. ანგარიში დიმა ღურწკაიამ გახსნა, მეორე გოლი ლევან ნაჭყებიას ანგარიშზეა. ვალერი გაგუას გუნდი სატურნირო ცხრილს 32 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი დინამოელები მეორე ადგილზე მყოფ საბურთალოსთან 2 ივნისს, ბენდელას სტადიონზე ჩაატარებენ.

 

დინამო თბილისი 2-0 დინამო ბათუმი

 

დინამო თბილისი: მაქაცარია, გრიგალავა, ხარჩილავა, ახალკაცი, ჩიქოვანი, ცეცხლაძე ნ, წულაია, ცეცხლაძე გ, ბუბუტეიშვილი, ღურწკაია, ნაჭყებია

სათადარიგო სკამი: გიგებაშვილი, სადღობელაშვილი, გობეშია, ბერელიძე, ჯიქია, შეროზია

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024