• Geo
  • Eng
12.05.2023
19 წლამდელთა მოგება და მეორე გუნდის მარცხი

19 წლამდე ოქროს ლიგაში გათამაშების ლიდერი დინამო, წყალტუბოში ადგილობრივ სამგურალს დაუპირისპირდა.

 

მატჩი დედაქალაქელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. ვალერი გაგუას გუნდმა მასპინძლებს ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანა. ლუკა შეროზიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლიც ნიკა ცეცხლაძემ და იუსუპ მეხტიევმა გაიტანეს. დინამოელები 23 ქულით გათამაშების ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ, მომდევნო შეხვედრას კი თბილისელები 16 მაისს გაგრასთან გამართავენ.

 

სამგურალი 1-4 დინამო

დინამო: საური, გრიგალაშვილი, გობეშია, დათუაშვილი, ჩიქოვანი, წულაია, ფრიდონიშვილი, ჯიქია, ღურწკაია, ბუბუტეიშვილი, შეროზია

სათადარიგო სკამი: ახალკაცი, ხარჩილავა, ცეცხლაძე ნ, მეხტიევი

 

მე-12 ტურის მატჩი ჩაატარა დედაქალაქელთა მეორე შემადგენლობამ. დინამოელებმა თბილისის ზღვის მოედანზე გათამაშების ლიდერი გარეჯი მიიღეს.

 

დაძაბული შეხვედრა საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. თბილისელებს ორივე ტაიმში ჰქონდათ კარის აღების შესაძლებლობა, თუმცა საბოლოო ზუსტ დარტმამდე საქმე არ მისულა. ანგარიში 69-ე წუთზე პაპუნა ფონიავამ გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე სტუმრებმა მასპინძლები კონტრშეტევაზე დაიჭირეს და ნიკა გალახვარიძემ საბოლოო ანგარიში 0-2 დააფიქსირა.

 

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 15 მაისს გამართავს. დინამო-2 გლდანის საფეხბურთო ცენტრში ვიტ ჯორჯიას შეხვდება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024