• Geo
  • Eng
04.04.2023
დარასელიას თასი 2023 - პრეს კონფერენცია

დღეს დინამოს აკადემიაში სტარტი აიღო დარასელიას თასის რიგით მეხუთე გათამაშებამ. მოგეხსენებათ ტრადიციული ტურნირი 2016-2019 წლებში ოთხჯერ გაიმართა, შემდეგ კი მის ჩატარებას ხელი კოვიდ პანდემიამ შეუშალა. დარასელიას თასის დაწყებამდე აკადემიაში პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების წინაშე დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია, კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას პრეზიდენტი - თემურ ჭყონია, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა და დინამოს აკადემიის დირექტორი - ლევან გვანცელაძე წარდგნენ.

 

რომან ფიფია: მოხარული ვარ, რომ დღეს მეხუთედ ვმასპინძლობთ ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს. პანდემიის გამო, სამი წელი ვერ ვატარებდით ტურნირს, თუმცა დღეს უკვე გვაქვს საშუალება, რომ დავბრუნდეთ, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ყველა სპონსორს. განსაკუთრებით კი - თემურ ჭყონიას და კოკა-კოლას.

 

თემურ ჭყონია: ასეთი დონის საერთაშორისო ტურნირები ძალიან მნიშვნელოვანია, დინამო თბილისი ძალიან დიდ შრომას წევს მისი ორგანიზებისთვის და ეს დასაფასებელია. ის მოთამაშეები, რომლებმაც გულშემატკივარი და სრულიად ევროპა საქართველოსკენ მოაბრუნეს, სწორედ ამ ტურნირზე გამოჩნდნენ. ვგულისხმობ - კვარაცხელიას, მამარდაშვილს, ჩაკვეტაძე, დავითაშვილს და სხვებს.

 

ირაკლი გვილავა: დარასელიას სახელობის ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ პირველივე წლებიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ დინამოსთან. პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს, რადგან ძალიან მაგარი საქმე კეთდება, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას ეხმარება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024