• Geo
  • Eng
11.12.2022
17 წლამდე ლიგაც დინამოსია

მიხეილ მესხის სახელობის საქართველოს 17 წლამდელთა ოქროს ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული დინამო თბილისის მეორე გუნდი გახდა. 

 

გათამაშების ბოლო ტური საკმაოდ საინტერესოდ და დრამატულად წარიმართა. გადამწყვეტი სათამაშო დღის წინ ჩემპიონობის შანსი ორ გუნდს ჰქონდა შემორჩენილი - 39 ქულით პირველ ადგილზე მყოფ საბურთალოს და 37 ქულით მეორეზე მყოფ დინამოს მეორე შემადგენლობას (დინამოს 16 წლამდე გუნდი). საბურთალო აკადემიის მოედანზე დინამოს ხვდებოდა და პირველობისთვის ფრეც ხელს აძლევდა. ვასილ გეგუჩაძის გუნდს კი საჩემპიონოდ ბენდელაზე საბურთალო 2-ის დამარცხება და აკადემიაში დინამოელთა გამარჯვება სჭირდებოდა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და საბურთალოს 3-1 აჯობა, მეორე დინამომ კი ბენდელაზე ორი უპასუხო გოლით მოიგო და საჩემპიონო ფარიც აღმართა.

 

გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და ოქროს მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცა. გათამაშების ბრინჯაოს მედლები კი წილად დინამოს 17 წლამდე შემადგენლობას ერგო.

 

შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდე ოქროს ლიგაშიც იმარჯვეს.

 

გათამაშების ანგარიშები და ცხრილი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2023