• Geo
  • Eng
10.12.2022
U15 დინამო საქართველოს ჩემპიონია

სლავა მეტრეველის სახელობის 15 წლამდელთა ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული დინამო თბილისი გახდა.

 

ბოლო შეხვედრაში ზურა ელიავას გუნდმა მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა საბურთალო. დინამოელებმა ტურნირი დამაჯერებლად ჩაამათავრეს და ჩემპიონის ტიტული გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე მოიპოვეს. დედაქალაქელებმა ჩემპიონატში 50 ქულა დააგროვეს, 14-ით მეტი მეორე ადგილზე გასულ ლაგოდეხთან შედარებით.

 

დინამოელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა და დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დააჯილდოვეს.

 

მატჩები და გათამაშების ცხრილი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024