• Geo
  • Eng
21.11.2022
19 წლამდელებმა ვიტ ჯორჯიას დიდი ანგარიშით აჯობეს

საქართველოს ჩემპიონატში 19 წლამდელთა შორის დინამოელებმა მე-15 ტურის მატჩი გამართეს. ვალერი გაგუას გუნდმა ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 8-1 დაჯაბნა მეტოქე.

 

მატჩის პირველი ტაიმი დინამოელთა სათამაშო უპირატესობით, რამდენიმე გაცუდებული მომენტით და სტუმრების შედეგიანი დარტყმით დასრულდა. მეორე ნახევარში კი დინამოელებმა აშკარად გაასწორეს სამიზნე და ვეტერინარებს 8 გოლი გაუტანეს. ჰეთ თრიქი ბადრი გოგობერიშვილმა შეასრულა, დუბლი გიორგი თოფურიას ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლი გიორგი აღდგომელაშვილმა, ომარ თოდუამ და მუხრან ბაგრატიონმა გაიტანეს.

 

დინამოელებმა სატურნირო ცხრილში ისევ პირველ ადგილზე აინაცვლეს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ კონკურენტ საბურთალოს ასევე 39 ქულა აქვს დაგროვილი და დიდი ალბათობით საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ამ გუნდების ბოლო ტურში გასამართი დაპირისპირება გადაწყვეტს. შემდეგ შეხვედრას ვალერი გაგუას გუნდი 27 ნოემბერს საგურამოში, ლოკომოტივთან ჩაატარებს.

 

U19 დინამო 8-1 ვიტ ჯორჯია

U19 დინამო: საური, გოგოტიშვილი, ლაცაბიძე, დათუაშვილი, ბაგრატიონი, ბარათელია, კობახიძე, ცხოვრებაშვილი, გოგობერიშვილი, გეგიაძე, გოცირიძე

 

სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, გოგებაშვილი, მორჩილაძე, ახალკაცი, კვერენჩხილაძე, თოდუა, ღურწკაია, აღდგომელაშვილი, თოფურია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022