• Geo
  • Eng
14.11.2022
საფეხბურთო ფესტივალი მზიურის მოედანზე

დინამო თბილისის აკადემიის ორგანიზებით ვაკეში მზიურის ტერიტორიაზე არსებულ მინი საფეხბურთო მოედანზე სკოლის მოსწავლეებისთვის საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა 54-ე, 55-ე, 162-ე და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. სახალისო საფეხბურთო ვარჯიშებში პირველიდან-მეშვიდე კლასის ჩათვლით ბავშვები მონაწილეობდნენ. 

 

საფეხბურთო ფესტივალის დაწყებამდე მზიურის სტადიონზე საფეხბურთო სკოლა ბრიჯსა და დინამო თბილისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზეც დაარსა საფეხბურთო სკოლა დინამო-ბრიჯი. სკოლა მზიურის მინი საფეხბურთო სტადიონზე იფუნქციონირებს, ყველა მწვრთნელმა გადამზადება დინამოს აკადემიაში გაიარა და შესაბამისად ვარჯიშებიც თბილისური კლუბის აკადემიის მეთოდიკით წარიმართება.

 

საფეხბურთო სკოლამ 2012-2017 წლებში დაბადებული ბავშვების მიღება უკვე დაიწყო, დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ დინამოს აკადემიას - +995 577 670725.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022