• Geo
  • Eng
09.11.2022
საფეხბურთო ფესტივალი დინამოს აკადემიაში
დინამოს აკადემიამ 12-წლამდე ფეხბურთელთა საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა დინამოს საფეხბურთო სკოლასთან ერთად იმ რეგიონების გუნდები იღებდნენ, სადაც ჩვენი კლუბის საფეხბურთო სკოლები გაიხსნა. 
 
ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობდა:
 
ა ჯგუფი - დინამო თეთრი, თეთრიწყარო, ბრიჯი, ტყიბული
ბ ჯგუფი - კოდა, მანგლისი, დინამო ლურჯი, დმანისი
 
საბოლოოდ საფეხბურთო ფესტივალის დმანისის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში კოდა დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ - 2:2 დასრულდა, თუმცა დმანისელებმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხეს.
 
ფესტივალის შესახებ კომენტარი დინამოს აკადემიის დირექტორმა ლევან გვანცელაძემ გააკეთა:
 
ლევან გვანცელაძე: "ფესტივალის მთავარი მიზანი რეგიონებში არსებული დინამო საფეხბურთო სკოლების მუშაობის შეფასება გახლდათ. ამასთან ერთად კი, ტურნირი სასელექციო ხასიათსაც ატარებდა. ჩვენი აკადემიის მთავარ სელექციონერთან თემურ უგრეხელიძესთან ერთად რამდენიმე საინტერესო მოთამაშე მოვინიშნეთ და მათზე დაკვირვებას განვაგრძობთ."
 
ტურნირს ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური და ამავე მუნიციპალიტეტის სპორტის განყოფილების ხელმძღვანელები. 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022