• Geo
  • Eng
18.09.2022
მეხუთე ადგილი ატეიტის თასზე

დინამოს 10 წლამდე შემადგენლობამ ბათუმში მიმდინარე ატეიტის თასზე გამოსვლა მეხუთე ადგილით დაასრულა.

 

ბათუმში დინამო ორი გუნდით იმყოფებოდა. პირველმა გუნდმა 4-0 აჯობა სელეროს, 0-1 დამარცხდა ინტერთან, 5-0 მოუგო უქიმერიონს, 1-3 დამარცხდა ბათუმის დინამოსთან და ჯგუფში დაიკავა მე-3 ადგილი. პლეი ოფში მე-5 ადგილისთვის დინამომ 4-2 მოუგო დინამო 2-ს, 2-0 აჯობა სელეროს და საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა. მეორე გუნდი 2-1 მოუგო ლოკომოტივს, იმავე ანგარიშით დამარცხდა ბათუმის დელფინებთან, 0-3 დამარცხდა ავაზასთან, 0-8 დათმეს საბურთალოსთან, 0-5 ლოკომოტივთან და საბოლოოდ ტურნირზე მე-8 ადგილი დაიკავეს.

  

მომდევნო ტურნირი ბათუმში 9 წლამდე გუნდებს შორის 22-25 სექტემბერს გაიმართება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022