• Geo
  • Eng
17.09.2022
12 დინამოელი 19 წლამდე ნაკრებში

19 წლამდე ფეხბურთელთა შორის, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს 21-დან 27 სექტემბერის ჩათვლით დანია უმასპინძლებს. ჩვენს ნაკრებს მეტოქეობას ინგლისი, მონტენეგრო და დანია გაუწევენ.

 

ლაშა ფირცხალაიშვილმა აღნიშნული მატჩებისთვის დინამოდან 12 ფეხბურთელს უხმო:

 

მეკარე: მიხეილ მაქაცარია

მცველები: რომა მორჩილაძე, არჩილ დათუაშვილი, ლუკა ლაცაბიძე

ნახევარმცველები: მუხრან ბაგრატიონი, ნიკა ცხოვრებაშვილი, თემურ გოგნაძე, ომარ თოდუა, დიმიტრი ღურწკაია

ფორვარდები: დავით გოცირიძე, ლუკა პარკაძე, ჯადული იობაშვილი

 

21 სექტემბერი - დანია v საქართველო
24 სექტემბერი - ინგლისი v საქართველო
27 სექტემბერი - მონტენეგრო v საქართველო

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022