• Geo
  • Eng
11.09.2022
19 წლამდელების მორიგი გამარჯვება

19 წლამდე ლიგაში მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა. ვალერი გაგუას გუნდმა გორის დილას უმასპინძლა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

 

დინამომ დილას ორი უპასუხო გოლით აჯობა. თავი დავით გოცირიძემ და ალექსანდრე ფეიქრიშვილმა გამოიჩინეს. დედაქალქელები 5 მატჩიდან 5 გამარჯვებით და ბურთების შეფარდებით 18/4, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფებიან.

 

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 17 სექტემბერს ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს.

 

U19 დინამო 2-0 დილა

 

U19 დინამო: იობაშვილი, გოგნაძე, ლაცაბიძე, დათუაშვილი, კვერენჩხელაძე, ბარათელია, ჩიტაშვილი, ბაგრატიონი, თოდუა, თურქია, გოცირიძე

სათადარიგო სკამი: მარგველანი, გოგებაშვილი, ახალკაცი, ჩიქოვანი, ფეიქრიშვილი, ღურწკაია, ბუბუტეიშვილი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022