• Geo
  • Eng
26.06.2022
დინამოელთა გოლები თურქეთთან

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში თურქეთს უმასპინძლა.

 

მატჩი რუსთავში ძლიერი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა და საბოლოო 66-ე წუთზე მსაჯის გადაწყვეტილებით შეხვედრა შეწყდა. მანამდე კი ჭაბუკი ჯვაროსნები 2-1 ამარცხებდნენ მეტოქეს. ორივე გოლი თურქების კარში დინამოელებმა გაიტანეს. მე-12 წუთზე ანგარიში ნიკა ბენდიანიშვილმა გახსნა, ხოლო ტაიმის ბოლოს ზუსტი დარტყმა დავით ქელდიშვილმა მიიწერა ანგარიშზე. ერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში ბერქ კიზილდემირმა გაქვითა.

 

ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი მატჩი 27 ივნისს შედგება.

შემადგენლობა და მატჩის ოქმი

 

გიორგი ხიზანიშვილს დინამო აკადემიიდან ნაკრებში 11 ფეხბურთელი ჰყავს მიწვეული:

მეკარე - მათე საური

მცველები - დავით ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ნიკა ბენდიანიშვილი, რატი გრიგალავა

ნახევარმცველები - ლექსო ფეიქრიშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, თემურ ოდიკაძე

თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია, ვახტანგ სალია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022