• Geo
  • Eng
06.06.2022
ორი მოგება 17 წლამდე ლიგაში

17 წლამდე ლიგაში 24-ე ტურის მატჩი დინამოს ორივე გუნდმა ჩაატარა და ორივემ დამაჯერებლად იმარჯვა.

 

17 წლამდელებმა აკადემიაში ავაზა მიიღეს და დიდი ანგარიშით 6-0 აჯობეს მეტოქეს. სალიამ პოკერი შეასრულა, თითო გოლი კი ცეცხლაძემ და შეროზიამ გაიტანეს. 16 წლამდე გუნდი მარტვილს ესტუმრა და ადგილობრივ სალხინოს ერთის წილ ასევე ექვსი გოლი გაუტანა. ბუბუტეიშვილმა ორჯერ აიღო მასპინძელთა კარი, დანარჩენი გოლები შაშიაშვილმა, ქელდიშვილმა, მეფარიშვილმა და ჩხარტიშვილმა გაიტანეს.

 

დინამო 6-0 ავაზა

სალხინო 1-6 დინამო-2

 

U17 დინამო: ლიპარტელიანი, გოგიჩაიშვილი, გობეშია, ხარჩილავა, სურმავა, კარაევი, ფეიქრიშვილი, რობაქიძე, ნ. ცეცხლაძე, შეროზია, სალია

სათადარიგო სკამი: აშოთია, ცეცხლაძე გიორგი, ჩიქოვანი, გადილია

 

U16 დინამო: ხელაშვილი, გრიგალავა, მეფარიშვილი, ქელდიშვილი, ბენდიანიშვილი, ნაკაშიძე, თურქია, შაშიაშვილი, ნაჭყებია, ბერელიძე, ოდიკაძე

სათადარიგო სკამი: პატარკაციშვილი, ვარსიმაშვილი, ჩხარტიშვილი, ბუბუტეიშვილი, ხოროიშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022