• Geo
  • Eng
30.05.2022
ერევნის ტურნირზე პირველი ადგილისთვის

დინამოს აკადემიის 14 და 15 წლამდე გუნდები ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე განაგრძობენ ასპარეზობას. სომხეთის ასაკობრივ ნაკრებებთან მატჩების შემდეგ, ჩვენი გუნდები ურარტუს შესაბამის ასაკობრივ გუნდებს შეხვდნენ. 14 წლამდე თბილისელებმა მეტოქე შათირიშვილის გოლით 1-0 დაამარცხეს, ხოლო 15 წლამდე დინამოელებმა 4-1 იმარჯვეს. ურარტუს კარი ორჯერ სალიამ აიღო, თითო გოლი გვაზავამ და ქარდავამ გაიტანეს.

 

რევაზ გვარაკიძის გუნდი ფინალში გასასვლელ შეხვედრაში აკადემია 08-ს შეხვდა და დაძაბული მატჩის შემდეგ, რომელიც 1-1 დასრულდა (გოლი აქაც შათირიშვილის ანგარიშზეა), პენალტების სერიაში დაამარცხა მეტოქე. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა პიუნიკის 15 წლამდელებს უშანსოდ 5-0 მოუგო და ფინალში გავიდა. გოლები გულიაშვილმა, სალიამ, ნათენაძემ, ჩიქოვანმა და კაკულიამ გაიტანეს.

 

გადამწყვეტი მატჩები ხვალ გაიმართება. ფინალებში ორივე დინამო სომხეთის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

 

რევაზ გვარაკიძის გუნდი (U14 დინამო)

გიორგი ბაშარული, გიორგი გონგაძე, შოთა დიაკონიძე, მათე შათირიშვილი, გიორგი ლომიძე, გიორგი ჯანელიძე, გიორგი სამხარაძე, კობა კაკაშვილი, ლუკა ციკოლია, ნიკა ადუაშვილი, ალბერტ მადოიანი, დავით ადამია, ავთო გიორგაძე, ზუკა იმნაიშვილი, ნიკა სილაკაძე, დავით წიქარიშვილი, ნიკა ბენდელიანი, დავით ჩიგოშვილი და სერგი ხაჩატურიანი.

 

ვასილ გეგუჩაძის გუნდი (U15 დინამო)

ლუკა აშოტია, დაჩი ჩოჩიშვილი, გიორგი გვასალია, ანდრია ყაზარაშვილი, გიგი გლუნჩაძე,ალექსანდრე ჩოლოკავა, საბა ხარებაშვილი, ლუკა წულაია, ნიკა გვაზავა, ნიკა ჩიქოვანი, საბა კაკულია, ლაზარე ნაყენაძე, ნიკა ელისაშვილი, ვახო სალია, თორნიკე გულიაშვილი, რეზი დანელია, ლაშა ხუციშვილი, ანდრია ვიბლიანი, მათე ქარდავა, ანდრია ხოროიშვილი და თემო ბარნოვი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024