• Geo
  • Eng
25.05.2022
14 დინამოელი 18 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 18 წლამდე ნაკრები აგრძელებს ამხანაგური მატცების სერიას და მორიგ შეხვედრებს სომხეთის ნაკრებთან ჩაატარებს. 6 და 8 ივნისს ახალგაზრდა ჯვაროსნები მეზობლებს რუსთავში უმასპინძლებენ.

 

ლაშა ფირცხალაიშვილმა აღნიშნულ მატჩებში სათამაშოდ დინამოდან 14 ფეხბურთელი მიიწვია:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია, დავით იობაშვილი

მცველები: რომან მორჩილაძე, არჩილ დათუაშვილი, ლუკა ლაცაბიძე

ნახევარმცველები: მუხრან ბაგრატიონი, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, თემურ გოგნაძე , გაბრიელ სიგუა, დიმიტრი ღურწკაია, თენგიზ ალიბეგაშვილი

თავდამსხმელები: დავით გოცირიძე, ლუკა პარკაძე, ჯადული იობაშვილი

 

  • 6 ივნისი - საქართველო V სომხეთი
  • 8 ივნისი - საქართველო V სომხეთი

 

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მიმდინარე წლის ივნისიდან 19 წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022