• Geo
  • Eng
20.05.2022
დინამოელთა მატჩი 17 წლამდე ლიგაში

17 წლამდე ოქროს ლიგაში 21-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს დინამოს პირველი (U17) და მეორე გუნდები (U16) შეხვდნენ. მატჩი 17 წლამდელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა, გოლები კი ალექსანდრე ფეიქრიშვილმა დ ნიკა ცეცხლაძემ გაიტანეს.

 

ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი 21 ტურის შემდეგ 35 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება, თუმცა ერთი თამაშით მარაგში. რაც შეეხება ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდს - 28 ქულით მეექვსე ადგილზეა, თუმცა 3 თამაშით ნაკლები აქვს გამართული.

 

17 წლამდელები მომდევნო შეხვედრას 28 მაისს ქუთაისში ტორპედოსთან ჩაატარებენ, ხოლო 16 წლამდელები 24 მაისს ავაზას შეხვდებიან.

 

U17 დინამო 2-0 დინამო U16

 

U17 დინამო: იობაშვილი, გოგიჩაიშვილი, გობეშია, ხარჩილავა, სურმავა, კარაევი, ცეცხლაძე, ფეიქრიშვილი, რობაქიძე, შეროზია, სალია

სათადარიგო სკამი: ლიპარტელიანი, ცეცხლაძე , ჩიქოვანი, ალიბეგაშვილი, გადილია

 

U16 დინამო: საური, ქელდიშვილი, გრიგალავა, ბენდინაშვილი, ნაკაშიძე, პატარკაციშვილი, ბუბუტეიშვილი, ბერელიძე, ოდიკაძე, ჩხარტიშვილი, თურქია

სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, შაშიაშვილი, ბუხრაშვილი, ვარსიმაშვილი, ნაჭყებია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022