• Geo
  • Eng
16.05.2022
16 წლამდელებმა განვითარების თასი მოიგეს

საქართველოს 16 წლამდე ნაკრები რუსთავში დასრულებული სამთა ტურნირის - უეფას განვითარების თასის გამარჯვებული გახდა.

 

გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა პირველ შეხვედრაში ზამბიის ნაკრების პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, აზერბაიჯანის ნაკრებსაც აჯობა. გოლი მატჩის 50-ე წუთზე ავთანდილ მაშავამ გაიტანა.

 

ნაკრებში სათამაშოდ დინამოს აკადემიიდან 9 ფეხბურთელი გახლდათ გამოძახებული:

მეკარე: მათე საური

მცველები: დავით ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, რატი გრიგალავა, ნიკოლოზ ბენდიანიშვილი

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი, ვახტანგ სალია, თემურ ოდიკაძე

თავდამსხმელი: ლუკა ბუბუტეიშვილი

 

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ივნისიდან 17 წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 25, 28 და 31 ოქტომბერს ინგლისის, ისრაელის და ლიეტუვას წინააღმდეგ ჩაატარებს. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022