• Geo
  • Eng
14.05.2022
19 წლამდელთა ზავი ლოკომოტივთან

19 წლამდე ოქროს ლიგაში მე-20 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ ლოკომოტივს უმასპინძლა. თბილისური დერბი ფრედ 1-1 დასრულდა.სტუმართა კარში გოლი არჩილ დათუაშვილმა გაიტანა.

 

ვალერი გაგუას გუნდი ტურნირზე დაუმარცხებლად ასპარეზობს. 20 მატჩიდან 17 მოგებით და დაგროვილი 54 ქულით დინამოელები სატურნირო ცხრილში დამაჯერებლად ლიდერობენ. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ჩვენი გუნდი უახლოეს მეტოქე ლოკომოტივს 12 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას თბილისელები 22 მაისს შევარდენთან ჩაატარებენ.

 

U19 დინამო 1-1 ლოკომოტივი

 

U19 დინამო: მაქაცარია, გოგოტიშვილი, ლაცაბიძე, დათუაშვილი, კვერენჩხილაძე, ბარათელია, ნოზაძე, ბაგრატიონი, თოდუა, აღდგომელაშვილი, გოცირიძე

სათადარიგო სკამი: ბედიაშვილი, გოგნაძე, ახალკაცი, კობახიძე, მორჩილაძე, ხუტიაშვილი, თოფურია

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022