• Geo
  • Eng
10.05.2022
განვითარების თასზე გადამწყვეტი მატჩის მოლოდინში

ერევანში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე საქართველოს 15 წლამდე ნაკრებმა მეორე შეხვედრა მოლდოვასთან გამართა. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა და რეგლამენტის მიხედვით პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც მეტოქემ იმარჯვა. გუნდებმა ყაიმისთვის თითო ქულა მიიღეს, ხოლო მოლდოვას პლუს ბონუს ქულა დაერიცხა.

 

თავად შეხვედრაში ანგარიში ნიკიტა კარაგეორგიმ გახსნა, რასაც ტაიმის ბოლოს დინამოელმა ლუკა წულაიამ ზუსტი დარტყმით უპასუხა. მეორე ნახევრის დებიუტში ჭაბუკი ჯვაროსნები ასევე დინამოელი გიგი გლუნჩაძის ზუსტი თერთმეტმეტრიანით დაწინაურდნენ, მაგრამ რიცხობრივი უპრატესობის მიუხედავად საბოლოოდ ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და დანილა დიმიტრისინმა სტატუს ქვო აღადგინა 2-2. აღსანიშნავია, რომ ლიბანის ნაკრებთან 3-1 მოგებულ შეხვედრაშიც დინამოელებმა რეზი დანელიამ (2) და ლუკა წულაიამ გაიტანეს გოლები.

 

12 მაისს გიორგი ჩიტაურის გუნდი გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელ, სომხეთის ნაკრებს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში უეფას განვითარების თასსაც დაეუფლება.

 

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022