• Geo
  • Eng
08.05.2022
უეფას განვითარების თასზე დინამოელთა გოლებით ლიბანს ვაჯობეთ

ერევანში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე საქართველოს 15 წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი ლიბანთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 3-1 დაამარცხა. სამივე გოლი დინამოელთა ანგარიშზეა. მატჩის 35-ე და 39-ე წუთებზე დუბლი რეზი დანელიამ შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში ლუკა წულაიამ დააფიქსირა. მანამდე ჩარბელ ასაფიმ ერთი გოლი გაქვითა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი, მომდევნო მატჩს, 10 მაისს მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს.

10 მაისი | მოლდოვა - საქართველო
12 მაისი | სომხეთი - საქართველო

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022