• Geo
  • Eng
08.05.2022
17 წლამდელთა გამარჯვება ბათუმთან

17 წლამდელთა ოქროს ლიგაში მე-19 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა.

 

მასპინძლებმა მეტოქე ხუთი უპასუხო გოლით დაამარცხეს. რობაქიძის, კარაევის, ცეცხლაძის და შეროზიას გოლებს ერთი ავტოგოლიც ბათუმელებმა მიამატეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა. ამ მოგებით 32 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა. შემდეგ მატჩს დინამოელები 14 მაისს ლოკომოტივთან ჩაატარებენ.

 

U17 დინამო თბილისი 5-0 დინამო ბათუმი

 

U17 დინამო თბილის: ლიპარტელიანი, ვიბლიანი, გობეშია, ხარჩილავა, სურმავა, პაკაძე, რობაქიძე, სიგუა, ნ. ცეცხლაძე, შეროზია, კარაევი

სათადარიგო სკამი: იობაშვილი, გ. ცეცხლაძე, ჩიქოვანი, ნინიძე, გადილია

 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024