• Geo
  • Eng
28.04.2022
ფრე შვეიცარიასთან

საქართველოს 18 წლამდე ნაკრები შვეიცარიის ქალაქ ცუგში, ადგილობრივ 19 წლამდე ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში მეორედ დაუპირისპირდა.

 

დღევანდელი შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა მე-15 წუთზე გახსნეს. გოლი ნანდო ტოგენბურგერმა გაიტანა, რომელმაც თავი პირველ შეხვედრაშიც გამოიჩინა. ტაიმის ბოლო წუთზე კი ჭაბუკი ჯვაროსნების შეტევა დინამოელებმა შედეგიანად დაასრულეს. გაბრიელ სიგუას დარტყმული მეკარემ უკუაგდო, დამატებაზე კი დავით გოცირიძემ იყოჩაღა და როგორც აღმოჩნდა მატჩის საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა.

 

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ პირველ ამხანაგურ მატჩში ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა მასპინძლებს 2-1 აჯობა. ორივე შედეგიანი დარტყმა დინამოელთა ანგარიშზეა. თავი ლუკა პარკაძემ და ლუკა ლაცაბიძემ გამოიჩინეს.

 

მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში შვიდი დინამოელი - არჩილ დათუაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, რომა მორჩილაძე, გაბრიელ სიგუა, მუხრან ბაგრატიონი (კაპიტანი), ნიკა ცხოვრებაშვილი და დავით გოცირიძე გაამწესა.

შეცვლზე დიმიტრი ღურწკაია და ჯადული იობაშვილი შევიდნენ. სულ ნაკრებში 13 დინამოელი გახლდათ გამოძახებული.

 

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი მიმდინარე წლის ივნისიდან 19 წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024