• Geo
  • Eng
22.03.2022
მეორე გუნდმა თბილისი სიტისთან იმარჯვა

დინამო თბილისის მეორე შემადგენლობა განაგრძობს მოახლოებული ჩემპიონატისთვის მზადებას, რომელიც სტარტს აპრილში აიღებს. შეგახსენებთ, რომ მზადება გუნდმა თბილისში დაიწყო, თებერვლის შუიდან დედაქალაქელებს ბელეკში ორკვირიანი შეკრება ჰქონდათ, ხოლო წვრთნის მესამე ეტაპს დინამოელები ისევ თბილისში გადიან.

 

დღეს აკადემიის მოედანზე ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში თბილისი სიტის უმასპინძლა. საინტერესო შეხვედრაში მასპინძლებმა 2-1 იმარჯვეს, გოლები კი დინამოელებმა პირველივე ტაიმში გაიტანეს. მატჩის დებიუტში მე-5 წუთზე ფირუზ გაბიტაშვილის გადაცემით ანგარიში ლაშა ოდიშარიამ გახსნა. ოც წუთში შედეგიანი პასი ზუკა ერაძემ ჩაიწერა ანგარიშზე, ზუსტი დარტყმა კი დიტო ფაჩულიამ შეასრულა 2-0. მეორე ტაიმში სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს და შეხვედრაც 2-1 დასრულდა.

 

დინამო-2  2-1  თბილისი სიტი

 

დინამო-2: ლიპარტელიანი, ჟივიძე, ერაძე, ჯანგიძე (ახალკაცი 57), გაბიტაშვილი (უბილავა 57), ოსიყმაშვილი (ჭითაშვილი 46), აფციაური (გოგობერიშვილი 52), ოდიშარია, მორჩილაძე, ფაჩულია (ბარათელია 70), თოფურია

 

მატჩის ფოტოამბავი იხილეთ აქ: https://fcdinamo.ge/ge/academy/about-academy

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022