• Geo
  • Eng
16.03.2022
აკადემიელები ევრო 2022-ის ელიტ რაუნდზე
მიმდინარე წლის მარტში საქართველოს 17-წლამდე და 19-წლამდე ასაკობრივი ნაკრებები ევრო 2022-ის ელიტ რაუნდში იასპარეზებენ.
 
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდის მესამე ჯგუფში გერმანიის, ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფის მატჩებს 23-დან 29 მარტის ჩათვლით სწორედ შოტლანდია უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას კი, რვა ჯგუფის პირველადგილოსნები და შვიდი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებენ.
 
​აღნიშნული საწვრთნელი შეკრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა დინამო თბილისიდან ცამეტი ფეხბურთელი გამოიძახა:
 
მეკარე: გიორგი ბედიაშვილი
 
მცველები: აკაკი გიუნაშვილი, საბა ხარჩილავა, თენგო გობეშია
 
ნახევარმცველები: გაბრიელ სიგუა, ლუკა პარკაძე, ლაშა გადილია, თენგო ალიბეგაშვილი, ამინ კარაევი, გიორგი რობაქიძე, ნიკოლოზ ნინიძე
 
თავდამსხმელები: გიორგი ფარცვანია, ნიკო ცეცხლაძე
 
რაც შეეხება საქართველს 19-წლამდე ნაკრებს, ვასილ მაისურაძის გუნდი ევრო 2022-ზე მოსახვედრად იბრძოლებს. ხორვატიაში გასამართ ელიტ რაუნდში საქართველოს ნაკრები ისლანდიის, რუმინეთისა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მატჩები 23-დან 29 მარტის ჩათვლით გაიმართება, კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლება კი, ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.
 
აღნიშნული მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა საწვრთნელ შეკრებაზე ცამეტი დინამოელი გამოიძახა:
 
მეკარე: მიხეილ მაქაცარია
 
მცველები: თორნიკე დუნდუა, საბა ხვადაგიანი, ნიკოლოზ უგრეხელიძე, მუხრან ბაგრატიონი, დავით გოგოტიშვილი, ლუკა ლაცაბიძე
 
ნახევარმცველები: დიმიტრი ღურწკაია, თემურ გოგნაძე, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, ნიკა სიხარულაშვილი, გიორგი გვიშიანი
 
თავდამსხმელი: ჯადული იობაშვილი
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022